- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავს.
“დღეს ჩვენ აშშ – საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს ჩვენი ძლიერი თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება – გაძლიერება, ბიზნესებთან და მეწარმეებთან მუშაობით საქართველოს ეკონომიკის გაზრდა – გამრავალფეროვნება, თუ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცება, რამაც ქვეყანა ტერიტორიების უკეთ დასაცავად მოამზადა. აშშ – საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის გამოხატულება მთელ საქართველოში გვხვდება. ამ თანამშრომლობის ნიშანია 100 სკოლა, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მეშვეობით. ეს პარტნინორობა აღბეჭდილია ათასობით ამერიკელისა და ქართველი სამხედროს გულში, რომლებმაც ერთად ისწავლეს და იმსახურეს ნატოს სხვადასხვა საომარი მოქმედებების თეატრში. ამ მეგობრობას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებში, რომლებმაც ერთად იმუშავეს C ჰეპატიტის დასამარცხებლად და რომლებიც კვლავ ებრძვიან COVID-ს.
ეს თანამშრომმლობა განსაკუთრებით გამოხატულია აშშ-ის გაცვლითი პროგრამების 6 ათასზე მეტი მონაწილის წარმატებაში, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, რათა ქვეყანის გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი. ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის. ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს”.-ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.