- BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა განაცხადა, რომ შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტორნადოს მსხვერპლი, შესაძლოა 100-მდეც გაიზარდოს. სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.