- დღეს მეშვიდე დღეა, რაც ზუგდიდში, დედაქალაქის პარალელურად, მოქალაქეები, აპროტესტებენ პრემიერ მინისტრის განცხადებას ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკების არგახსნის შესახებ.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ ყველა თაობის ადამიანები, მაგრამ მონაწილეთა უმრავლესობა მაინც ახალგაზრდები არიან.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა შეძახილებით, გუბერნიიდან დაიწყეს, შემდეგ შეჩერდნენ კოსტავას და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე. აქედანვე მიმართეს სიტყვებით შეკრებილებს. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და არ დაუშვებენ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევას. მოქალაქეებისადმი მიმართვის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა, მსვლელობა გააგრძელეს რკინიგზის სადგურისკენ. ბოლოს, ისევ დაბრუნდნენ კოსტავას და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე.
აქციაზე, ჩვეულებრივად მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.