აქციის მონაწილეები: სოხუმის დაცემის დღეს ყველაზე მეტად მეგრელი ხალხი დაზარალდა


  • დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

შემოქმედთა გაერთიანება “აიას” თავმჯდომარემ ედემ იზორიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად მეგრელი ხალხი დაზარალდა სოხუმის დაცემის დღეს. ის ამბობს, რომ აუცილებელია მეგრულის აღიარება, როგორც მსოფლიოს უძველეს და უძლიერეს ენად და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მის დასაცავად.

“მეგრელი ხალხი დაზარალდა სოხუმის დაცემის დღეს. ეს ხაზგასმით როგორც ასეთი, არ ითქმება. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, ასე ითქმის, მაგრამ რომელი ნაწილი ქართველი ერის? რომელიც იქ სახლობდა, ცხოვრობდა. კომპაქტურად ვინც იქ იყო, ესაა მეგრელი ხალხი. ფიზიკურად გენოციდი მოეწყო მეგრელი ხალხის. ეს ჩვენ უნდა ვთქვათ, რადგან მეგრელი ხალხი ფიზიკურად კი არსებობს, მაგრამ სულიერად არის გადაგვარების,ასიმილაციის გზაზეა. ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. საჭიროა მეგრელი ხალხის გადარჩენა. ჩვენ დახმარებისთვის მივმართვათ მთავრობას, პარლამენტს, პრეზიდენტს და ეკლესიას.” – განაცხადა ედემ იზორიამ.

აქციაზე იმყოფებოდა განათლების ცენტრ “კოლხიდას” წარმომადგენელი იური ღვინჯილია. მისი განმარტებით, 27 სექტემბერი არის მეგრელების ეთნოწმენდის და გენოციდის დღე.

“ტერმინი – “სოხუმის დაცემა” არაფერს არ გულისხმობს. მოხდა ტრაგედია და ამ ტრაგედიის დამკვიდრება გვინდა ჩვენ ამ ტერმინით, რომ ეს იყო ეთნოწმენდა და გენოციდი. აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნდებიან დევნილები. მკვიდრი მოსახლეობაა და ერთად უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკური საკითხი. ჩვენ შევიმუშავებთ დეკლარაციას, მოვამზადებთ ტექსტს და ეს იქნება სამოქმედო გეგმა”.-განაცხადა იური ღვინჯილიამ.

ინფორმაციისთვის: დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!