20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, პირადობის ახალი მოწმობის აღება 34 ლარის ნაცვლად, 15 ლარი ეღირება. აქციის პირობების თანახმად, პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს 15 ლარად, სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების 3 ლარის გადასახადისგანაც.
დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად, მხოლოდ დაჩქარების ღირებულების გადახდა მოუხდებათ.
აქციით სარგებლობის საშუალება ნებიემიერი ასაკობრივი კატეგორიის, როგორც სრულწლოვან ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ. აქციაში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მოქალაქემ უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი.
დღეის მონაცემებით, ელექტრონულ პირადობის მოწმობას უკვე 1 200 000 ადამიანი ფლობს.