აქცია დევნილთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში


დღეს, შ.პ.ს. “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში”, სამსახურიდან გათავისუფლებულმა  თანამშრომლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ისინი სამსახურიდან, ოთხ იანვარს,  გაურკვეველი მიზეზით დაითხოვეს. ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, თერთმეტი გათავისუფლებულიდან, ერთი დააბრუნეს სამსახურში. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პოლიკლინიკის დირექტორის ოთარ შენგელიას კაბინეტში შეიჭრნენ. პოლიკლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ  სამსახურიდან დათხოვილია ცხრა თანამშრომელი, მათ შორის ხუთი, სამსახურებრივი გადაცდომის გამო, ოთხი კი, პოლიკლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. ოთარ შენგელია ამბობს, რომ  არის შესაძლებლობა რამდენიმე თანამშრომელი, ჯერ დაუსუზტებელი პერიოდის შემდეგ,  სამსახურში დააბრუნონ. მისი თქმით, კომისიამ, შემოწმების დროს, პოლიკლინიკა, აღმოჩენილი სხვადასხვა დარღვევის გამო, დააჯარიმა  80 ათასი ლარით. ასევე, მისი ინფორმაციით, თანამშრომლებს ხელშეკრულებების ვადა დაუმთავრდათ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Rs5gtTrlIPQ[/embedyt]

აქციის მონაწილეებთან მივიდა „ენმ“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე. კლინიკის დირექტორსა და ანა წითლიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. დეპუტატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მას თავად დაუკავშირდნენ აქციის მონაწილეები და სთხოვეს დაეცვათ მათი უფლებები. ანა წითლიძე ამბობს, რომ ეს არის უკანონო გათავისუფლება „ბატონი ოთარ შენგელია არის „ტყის ძმების“ მეთაურის დათო შენგელიას ძმა.  „გალის კლანის“ წარმომადგენელი, უსწორდება იმ ადამიანებს, რომელიც მის პოლიტიკურ პოზიციაზე არ არიან და მათ ადგილზე ნიშნავს თავიანთ ახლობლებს. ანა წითლიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი გათავისუფლებულის ადგილზე დაინიშნა ქალბატონი, რომელიც არის ვინმე გამისონიას რძალი. დეპუტატის თქმით, გამისონია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელია.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პოლიკლინიკის ყოფილმა მედ-რეგისტრატორმა მანანა ბერიშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ  სამართლებრივ ბრძოლას აპირებს ბოლომდე. „თუ სამსახურში არ დამაბრუნებენ, ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის.” [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=My0BIf3mhSg[/embedyt] აქციის მსვლელობისას, ქალბატონი მანანა ბერიშვილი შეუძლოთ გახდა.

დღევანდელ აქციაზე მივიდა “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” რეგიონალური წარმომადგენელი არჩილ თოდუა.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!