ზუგდიდის მუნციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს გუბერნიასთან. აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები შემდეგი წარწერით: „მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი შონია’’. „შონია სამეგრელოს შავი ჭირია’’. „არა ნეპოტიზმს’’. „მოვითხოვთ სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება’’.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გურგენ სართანიამ. მისი თქმით, საჯარო სამსახურებში პოლიტიკური ნიშნით ხდება დანიშვნა. მან აღნიშნა, რომ გუბერნატორი არ ზრუნავს ხალხის მომავალზე, კორუმპირებულია. სართანია ამბობს, რომ გუბერნატორის გარდა, მერაბ ქვარაიას, ედიშერი თოლორაიას და ლაშა გოგიას ნათესავებითაა სამსახურები დაკომლექტებული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=v4UpiZEDkxk[/embedyt]
„თავისუფალი საქართველოს’’ ლიდერმა კახა კუკავამ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მოუწოდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაასახელონ ერთიანი კანდიდატები. მისი თქმით, ყველაზე ძვირადღირებული მანქანები და პრემიები გაიცემა სამეგრელოს რეგიონში. „ამ რეგიონში არის წარმოუდგენელი გაჭირვება, მე თვითონ ამ რეგიონის მკვიდრი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, ნახევარი სამეგრელო რუსეთში და უკრაინაშია. ამ რეგიონის გუბერნატორს უნდა ეტყობოდეს აქაური გაჭირვება’’. -განაცხადა კუკავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=4ZnyXpOQz1I[/embedyt]
გუბერნატორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე გუბერნიის პრესსამსახურმა კომენტარისგან თავი შეიკავა. პაატა ლაგვილავა ამბობს, რომ “ჰაერში ნასროლ სიტყვებზე” გუბერნიაში კომენტარს არ გააკეთებენ