აქცია „აჩუქე წიგნი“


წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, დღეს, 23 აპრილს, ზუგდიდშიც აღნიშნეს აქციით „აჩუქე წიგნი“. ორგანიზატორებმა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს სიმბოლურად წიგნები დაურიგეს. აქციის მიზანი არის კითხვის პოპულარიზაცია, რაც მონაწილეთა განმარტებით, განათლებული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

აქციაში ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ერთად მონაწილეობდნენ  შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის, განათლების და განვითარების ცენტრ „აკადემუსის“ წარმომადგენლები, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდები და თვითმმართველობის თანამშრომლები. წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლის 23 აპრილიდან აღინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს მიიღეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!