აქციაზე მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა დააკავეს


  • ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.

აქციის დაწყებისას კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პარტია “ახალის” და საკრებულოს წევრი მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან ადვოკატმა კესო ჩახაიამ განმარტა, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, მაია კალანდიას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ის სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სიჭინავა კი – ფოთში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!