- ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.
აქციის დაწყებისას კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პარტია “ახალის” და საკრებულოს წევრი მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.
მოგვიანებით ჟურნალისტებთან ადვოკატმა კესო ჩახაიამ განმარტა, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, მაია კალანდიას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ის სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სიჭინავა კი – ფოთში.