- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 107 ადამიანია მოთავსებული, მათგან 91-ს აქვს COVID-19-ის დიაგნოზი. 28 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული
საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 7704 შემთხვევა გამოვლინდა. 101 ადამიანი დაიღუპა. გამოჯანმრთელდა 5724 პაციენტი.