- ოკუპირებულ აფხაზეთში 438 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, მათგან 98-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 6815-ს შეადგენს, 92 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 5 004 პაციენტი.