- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 20-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 35 ინფიცირებული იმყოფება.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 400 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 პაციენტი დაიღუპა, 4 498 კი – გამოჯანმრთელდა.