- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 265 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 84-ს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი 77-მდე გაიზარდა.