- ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 86 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 24-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 31 ინფიცირებული იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 313 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 პაციენტი დაიღუპა, 4 257 კი – გამოჯანმრთელდა.