- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ის 5 558 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 630 და დაღუპულია 73 ადამიანი.