- ოკუპირებულ აფხეზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათი ინფორმაციით, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში სტაციონარულად 69 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 25 ადამიანი, 22 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 კოვიდდადასტურებული პაციენტია მოთავსებული.
სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა.