- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობამ 5024 – ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 3452 პირი, გარდაიცვალა საერთო ჯამში 60 ადამიანი.