- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რეგიონში ვირუსს კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 4831 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 56 ადამიანი გარდაიცვალა, 3 061 კი- გამოჯანმრთელდა.