- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3839-მდე გაიზარდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 128 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1464 გახდა.