- აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 112 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 071 შემთხვევაა დაფიქსირებული, 811 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა.