- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე. წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1868-მდე გაიზარდა.
ჯამში კორონავირუსი აფხაზეთში 1868 მოქალაქეს გამოუვლინდა. 655 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.