აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი


  • ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 209 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 69 პირს დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით გარდაიცვალა 60 წლის ქალი. ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების სულ 1 659 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 602 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 + twelve =

Akismet ანტისპამი