- დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში ტესტირება 266 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 135-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში1 პაციენტი, 89 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 036 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 45 687, ხოლო გარდაიცვალა 652 ადამიანი.