- დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 1009 ადამიანიდან 592-ს ვირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, ბოლო 2 დღეში გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში და სოხუმის ინფექციურში 5 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსი სულ 43 929 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 36 757, გარდაიცვალა- 599 პირი.