- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა, 23-ის კი, საშუალო სიმძიმის. გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულტა რაოდენობა 1245-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 366 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი.