- აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 508 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ ორი პირი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 36 794 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 29 267-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 549 პირი.