- აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 519 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 129 ახალი შემთხვევა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 826 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 28 950 პირი, გარდაიცვალა 537 პირი.