- აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 647 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავრუსით გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 3 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 693 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27809-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 498 პირი.