- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის იფორმაციით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობა 89 კოვიდინფიცირებულს უტარდება. მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გარდა ამისა, ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 8-მდე გაიზარდა.
ამ დრომდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი სულ 1116 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 330 ადამიანი.