- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 458 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონვირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 122 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 466, გამოჯანმრთელდა 27 068 მოქალაქე.