- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 541 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მათგანი, 82 წლის გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე კი, 72 წლის – სოხუმის ინფექციურში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 30 496 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 437, გამოჯანმრთელდა 25 487 მოქალაქე.