- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 711 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 29 167 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 428, გამოჯანმრთელდა 24 067 მოქალაქე.