აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 939-ს შეადგენს. აქედან 255 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − five =

Akismet ანტისპამი