- გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 433 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 931 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 407, გამოჯანმრთელდა 22 034 მოქალაქე.