- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფომაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 878-ს აღწევს, რომელთაგანაც 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.