- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 73 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან რვის მდგომარეობა მძიმეა, 14-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 825 ადამიანს აღწევს, რომელთაგანაც 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვლა.