- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 72 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა, თვითიზოლაციაში 20 ადამიანი.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 782-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.