- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 63 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის კი, საშუალო სიმძიმის. ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 726-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულა რაოდენობა 192-ს შეადგენს.
აფხაზეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.