- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 202 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 46 -ს ვირუსუსი დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 595 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 983, გარდაიცვალა 238 კოვიდინფიცირებული პაციენტი.