- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 217 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 17 -ს Covid –19 დაუდასტურდა.
კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 331 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 693, გარდაიცვალა 233 კოვიდინფიცირებული პაციენტი.