- ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის კიდევ 36 შემთხვევა დადასტურდა.
მედიის ინფორმაციით, ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 41 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია, 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოდან გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი.