- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 615 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 169 – ს ვირუსი დაუდგინდა.
მედიის ინფორმაციით, 8 იანვარს, გუდაუთის საავდმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9782 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 141, გამოჯანმრთელდა 7 294 ადამიანი.