- აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 615 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 169-ს ვირუსი დაუდასტურდა. მედიის ინფორმაციით, გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა კორონავირუსით. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 9 782 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან გარდაიცვალა 141, გამოჯანმრთელდა 7 294.