დღეს, საზოგადოებრივმა დარბაზმა „აფხაზეთი“ კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, დევნილთა და განსახლების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პასუხისმგებლობით მოეკიდონ დევნილთა საერთო კრებაზე გაჟღერებულ 11 პუნქტიან მოთხოვნებს.
შეხვედრაზე „აფხაზეთის“თავმჯდომარემ დემურ სოტკილავამ აღნიშნა, რომ უწყებებს თხოვენ 15 ივლისამდე პასუხს, თუ რა ეფექტურ რეაგირებას მოახდენენ რეზოლუციაში გაწერილ პუნქტობრივ პრობლემებთან დაკავშირებით.„საზოგადოებრივი დარბაზი „აფხაზეთი“ მზად არის თითოეულ სახელმწიფო უწყებასთან ითანამშრომლოს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა არ გახლავთ პრობლემური ხელისუფლებისთვის. აქ ძალიან მინიმალურ მოთხოვნებზეა საუბარი, რომ დაკმაყოფილდეს თითოეული დევნილი მოქალაქის მოთხოვნა. გვინდა ამ კუთხით იგრძნონ პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინსტიტუტებმა.“-უთხრა ჟურნალისტებს დემურ სოტკილავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EduHggVcPm8[/embedyt]
მისი განმარტებით, მათ სჯერათ, რომ ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და გონივრულ ვადებში მოყვება კანონშესაბამისი რეაგირება. საზოგადოებრივი დარბაზის წევრები ამბობენ, რომ მათი მოთხონვების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ, მათ შორის აქციებს. „თითოეული ჩვენი ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პრობლემების ეფექტურ მიდგომას და კონკრეტულად რეაგირებას, რომელზეც მხოლოდ ხელისუფლებას ეწიფება ხელი“- განაცხადეს დარბაზის წევრებმა. მათი განმარტებით, საზოგადოებრივი დარბაზი აუცილებლად მივა დევნილთა ჩასახლებებში, გაავაშუქონ დევნილთა პრობლემები და უჩვენონ სახელმწიფოს, თუ რა მძიმე პირობებში უხდებათ დევნილებს ცხოვრება.