აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ


  • აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება.

„ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი, ალბათ, ყველამ იცის. მან ეროვნული დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 9 წლის ვადით დაეკისრა. ჯამში 4 წელი და 6 თვე უნდა იჯდეს. 30 მარტს მას წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ეწურება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლებისა და იმ პირობების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა“, – აღნიშნა კიუტმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!