- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური 200 და 300-ლარიანი სტიპენდიები დაწესდა.
