- გალის სოფელ საბერიოს მკვიდრ, 50 წლის ქალს, რომელიც გუშინ, გვიან, შეიყვანეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა, როგორც ამას ავრცელებენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, თუმცა, ამ წუთამდე ამ ფაქტთან დაკავშირებით, არ გაკეთებულა ინფექციურ საავადმყოფოში ოფიციალური განცხადება.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალბატონს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. “ქალბატონი ზედაეწერიდანაა ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა და ცხოვრობდა რუსეთში”.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს.
პირველ პაციენტს 67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.