- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოსვენებულ იქნა 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის, 5 სამხედროს აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე ნაჭყებიას, გურამ დავითის ძე ჩიქოვანის, ვახტანგ (ლესიკა) ჭიჭიკოს ძე დანელიას, სლავიკ ალექსანდრეს ძე გოგოხიას, ზაურ ილიას ძე დამენიას და 3 მშვიდობიანი მოქალაქის- გერონტი თედორეს ძე მუშკუდიანის, მაკარ გარსევანის ძე რუხაიასა და ლიდია ივანეს ასული ჩიხლაძის იდენტიფიცირებული ნეშტები.
გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 8 დეკემბერს, 17 საათიდან და 9 დეკემბერს 11:00 – 14.00 საათზე, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში; 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, 4 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 4 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.