წუხელ, დაახლოებით ორი საათისთვის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში გასკდა წყლის გამაცხელებელი ავზი, რის შედეგადაც ჩამოინგრა კედლის ერთი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნანგრევებში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში მომხდარ აფეთქებას უშიშროების სამსახურის ერთი თანამშრომლის, ზვიად ლაგვილავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური , რომელიც უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე.